უსამსახუროს ერთი დღე

5 წლიანი უწყვეტი მუშაობის შემდეგ მოხდა ის რაც მოსახდენი იყო და აუცილებლად მოხდებოდა,  დავტოვე სამსახური. ყოვლად უნამუსო, უზნეო, ამორალური უფროსთან დაპირისპირების გამო. რთულია ახალი ცხოვრების წესთან შეგუება და დიდი იმედიც მაქვს ვერ მოვასწრებ უმუშევარის სტატუსთან შეჩვევას. ქართული ანდაზის გმირის გამოცდილების გაზიარება არ მხიბლავდა (კარგი ვაღიარებ შემეშინდა) ამიტომ მოვიფიქრე ალტერნატიული საშუალება და გავაკეთე ბლოგი, ჩემი ვირტუალური მახათი 🙂 (მადლობა მიშას) პირველი თემაც შთამაგონეს და მასაც ვმადლობ 🙂 აი ისიც უმუშევრის ერთ ერთი დღე 🙂

7  აგვისტო დილის 8 საათი იქნებოდა როცა გამეღვიძა..

დიდხანს წოლა და კოტრიალი ვერ შევძელი, ავდექი ფანჯარა გამოვაღე

დილა გათენდა მზიანი
გამარჯობა ზვიადი (გუროს გავლენა)

ცოტა ხანს ვუყურე ადამიანები როგორ გარბოდნენ სამსახურში მე კი უსაქმოდ სახლში უნდა გამეტაებინა მთელი დღე, მერე მომბეზრდა შემოვბრუნდი და წიგნის კითხვა დავიწყე.

მებრძოლთა კლუბი, დიდი ხანია მინდოდა წაკითხვა, ბოლო ხელფასით ავიხდინე წადილი და ვიყიდე 🙂 ვინ იცის კიდევ როდის მომეცემოდა შანსი 🙂

სულისთვის საზრდოს მიწოდება თავისთავად კარგია მაგრამ ჩემი ჟილბერის სინდრომი ითხოვს კუჭსაც მივაწოდო საკვები, დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ვდგები

სუფთა ხელ-პირით ვუჯდები მაგიდას და ვიწყებ ჰერკულესის ფაფის ჭამას 🙂

მადლობა დედას, რომელსაც არასდროს ავიწყდება ჩემთვის საუზმის მომზადება, სამსახურში წასვლის წინ. ალბათ დროა მე თვითონ ვისწავლო მსგავსი რამეები. არადა კვერცხის შეწვა რა მაგრად მქონდა დამუღამებული, ქალაქში მეორე ჩემნაირი “კვერცხის შემწველი” არ დადიოდა მაგრამ რათ გინდა აღარ მეჭმევა 😀

მუცლის გამოძღობის და ბილირუბინების ნორმაში დაბრუნების შემდეგ დრო დგება მომავალზეც ვიფიქრო და რამდენიმე საიტი დავსქროლო 🙂

ერთი ორი CV-ც გავაგზავნე და ვალმოხდილმა გადავცწყვიტე ფილმისთვის მეცქირა. რატომღაც შევარჩიე ყავა და სიგარეტი.

არც ერთს ვეწევი და არც მეორეს ვსვამ მაგრამ ფილმმა დამაინტერესა, ვაი რომ დამაინტეესა ალბათ მე ასეთი ფილმებისთვის მზად არ ვარ და დამეძინა 🙂 ვანოს ზარმა გამაღვიძა სადღაც გაყოლას მთხოვდა, შევუთანხმდი ჩემთან გადმოსულიყო და შემდეგ გავსულიყავით. მე რათქმაუნდა ისევ მშიოდა 🙂

გემრიელი ბორში გავითბე (საჭმელებს მაგრად ვათბობ ქალაქში მეორე არ დადის ასე მაგრა საჭმლის გამთბობი), არ გეგონოთ ვანოს არ შევთავაზე, უარი მითხრა კალმახი გეახელით ეს ესააო 🙂

და აი დადგა ჟამი ქალაქში გასვლისა 🙂 რთული დილემის წინაშე აღმოვჩნდი

სამი ფეხსაცმლიდან ერთ-ერთი უნდა ამერჩია, კედები დაფხრეწილია, ნახევრად ძირგავარდნილი, მეორე ახალია და ფეხს მტკენს (კი მანუგეშეს ხმარებაში გაიწევსო მაგრამ ხმარებამდე რომ ფეხს მომაძრობდა არავის უთქვამს) მესამე ძალიან დიდია და თან მამაჩემის არი 🙂 არც ისე დიდი ყოყმანის შემდეგ გავაკეთე არჩევანი და წავედით. ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ რამდენიმე ბანკი, მაღაზია, მომსახურების სააგენტო მოვიარეთ და შევისვენეთ სტ.ბაღში 🙂

დასვენება მოსაწყენი გამოგვივიდა, ისეთი როგორც პროვინციულ ქალაქს შეშვენის, ზიხარ სკამზე, უყურებ გამვლელ გამომვლელს, აქა იქ გზააბნეული ტურისტები გამოჩნდებიან, თუ გაგიმართლა რუსი ნაშა ტურისტიც გამოჩნდება რომელიც სურათებს იღებს სახლ-მუზეუმის ფონზე ან ვარდს ყნოსავს და მეგობარს აიძულებს ამ პოზაში ფოტო გადაუღოს.

7 აგვისტო არის თარიღი რომელიც ალბათ არასდროს დამავიწყდება, პირველ რიგში იმიტომ რომ ჩემი მეგობრის დაბადების დღეა, ბევრს ვერ მოვყვები უბრალოდ ვიტყვი რომ ოცდამეხუთე დაბადების დღის მისალოცად იქ მივედით სადაც არ უნდა მივდიოდეთ მაგრამ ყველაფერი ისე არ არის როგორც ჩვენ გვინდა.

სახლში დაღლილ დაქანცული დავბრუნდი, აგვისტოს მზემ თავისი ქნა..

ჭურჭლის დარეცხვა ვცადე და იმედია ცუდად არ გამომივიდა, მერე ისევ წიგნს მივუბრუნდი და ნუგეში მცა 🙂

რამდენიმე ხანს ვკითხულობდი, ამასობაში 18-მა საათმაც მოატანა, როცა ჩემი დასაქმებული მეგობრები რჩებიან სამსახურს და ისევ დაბირჟავების დრო მოვიდა

ხო წეღან ვახსენე ორი მიზეზი რის გამოც 7 აგვისტო არ დამავიწყდება არასდროს, აი მეორეც:

2008 წლის 7 აგვისტოს ამ ადგილზე ვიდექით საღამოს და ვუყურებდით სატვირთო მანქანებს, რომლებსაც ჩვენი ჯარისკაცები მიყავდათ სამაჩაბლოში. ვერ წარმომედგინა თუ ამხელა ომში გადაიზრდებოდა, არ მეგონა თუ მომიწევდა გორში მტრის თვითმფრინავების ნახვა, ქალაქის დაბომბვა და მერე გაქცევა. არ მიყვარს შეფასებები და დასკვნები ამ ომზე ამიტომ აქ დავამთავრებ.

როცა თეატრის სკვერში ვისხედით,

ბიჭები სხვადასხვა რამეებზე საუბრობდნენ, მანქანები ტელეფონები ნაშები მაშები (პარმენიჩის ხერხი გამოვიყენე ჩამოსათვლელი საგნების გასამრავლებლად და ბევრად წარმოსაჩენად ბოლო სიტყვის პირველ თანხმოვანს ცვლი მან-ით და ეგაა :)) ჩემი გონება კი სულ სხვაგან ჰქროდა, ათასი რაღაც მიტრიალებდა თავში და როგორც ყოველთვის კონცენტრირებას ვერაფერზე ვახდენდი.

სახლში დაბრუნებულს ტრადიციული საღამოს ამაოების განცდა დამეუფლა და ვეღარ მოვძებნე მიზეზი რატომ უნდა გადამეღო ფოტოები, ან ბლოგი რისთვის უნდა გამეკეთებინა, საერთოდ რას ქონდა მნიშვნელობა, ვის რად უნდა კიდევ ერთი ბლოგი. ამ კითხვებს ვუსვამდი საკუთარ თავს. ვჭამე ბევრი ატამი და მერე დავიძინე.

33 thoughts on “უსამსახუროს ერთი დღე”

  1. საღოოლ! POV სურათმა დაგლიჯა ხელების ბანვისას. ისე საკაიფო ფოტოებია და მემგონი საინტერესო ბლოგი ჩანს. ჩავიმატო ერთი რადიომედგრებში. 🙂

    1. იმედია თქვენ არ მოგიწევთ თავის მარტოდ არ საგრძნობლად ჩემი მემუარების გადახედვა და დიდხანს და ბედნიერად იმუშავებთ კარგ სამსახურში 🙂 გმადლობ

  2. ეს მაშინ, როდესაც ადამიანები ვცდილობთ ყურადღება არ მივაქციოთ საკუთარ “სასოწარკვეთას” და ეს მიდგომა, ამ შემთხვევაში ნამდვილად ამართლებს :)) და როგორც ყოველთვის ესეც გაივლის.. ^____^ წარმატებები….

      1. პელემ გრენვილ ვუდჰაუსის – დაიკიდე, ჯივზ! დიოგენეს გამოცემაა, მებრძოლთა კლუბი რომელი სერიისაცაა იმისია ესეც 🙂

  3. რა მაგარია, ნიკოლოზ 🙂
    ხან მეცინებოდა, ხან თვალები მიცრემლიანდებოდა – გორელი, თანამედროვე, და თან ჩემი მეგობარი ნოდარ დუმბაძე ხარ რაა :დდ

  4. ვაააა რაკარგადდდ შეგძლებიააააა ❤ ზოგადად მიძნელდება ხოლმე პოსტის ბოლომდე ჩასვლა ან რაღაც უნდა გამოვტოვო ან უნ შევწყვიტო ეს რო დავიწყე ჩავამთავრე ბოლომდე 🙂 მართლა კარგია გაააგრძელეე 🙂

  5. saintereso.stili.gakvs.momecona.mkitxvels.advilad.rtav.shens.naazrevshi.ar.vici.sad.musaobdi.da.ra.propesia.gakvs.magram.cera.aucileblad.gaagrdzele:))

  6. საინტერესო პიროვნება ხართ. კარგად არის დაწერილი. მხოლოდ სურათების სიუხვემ დამღალა.

  7. გამეხარდა შენი აქ ნახვა და კიდევ, სასიამოვნოდ წერ, მე შენი ძველი მოთხრობაც მახსოვს 🙂

    1. პროსტა მარია? 🙂 მადლობ 🙂 რომელი მოთხრობა სიზმრით რომ იწყება? :):)

      1. კი, პროსტა მარია :))
        კი კი სიზმრით რომ იწყება და გამოღვიძებული ულრიხს რომ ელაპარაკები 🙂

      2. უი ეგ რეები გამახსენდა 🙂 🙂

  8. რატომ უნდა წერო და პირველ რიგში იმიტომ რომ შენი ჭია გაახარო. შენც არ იცი რამსიგრძე ჭია აღმოჩნდება ბლოგინგის მუღამში რომ შეხვალ ვითარცა პრომეთეს გამოქვაბულში.
    მერე იმიტომ რომ მათი ჭიებიც გაახარო ვისაც წერაზე მეტად კითხვა ეხერხება.
    მერე იმიტომ რომ იმიტომ. :))

    1. გავაგრძელებ მთავარია საინტერესო თემას ჩავავლო ხოლმე : ) მადლობ გამოხმაურებისთვის

      1. შეიძლება ხოჭოზეც დაწერო საინტერესოდ :))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.