ოცნებების შემგროვებელი

სასტიკ, კაპიტალისტურ, ამორალურ სისტემაში მე ისევ უმუშევარი ვარ და თავის შესაქცევად ხან რას ვჩალიჩობ ხან რას : )

ასე აღმოვაჩინე საიტი http://vinme.ge  სადაც ერთვები, სისტემა თვითონ გირჩევს პარტნიორს და ესაუბრები, არაფერი არ იცი მის შესახებ, არც სქესი, არც სახელი, არც ასაკი, მოკლედ ის “ის” არის, შენ “შენ”.

მე კი გადავწყვიტე ყველასთვის დამესვა ერთი კითხვა “რაზე ოცნებობ” აი პასუხებიც 🙂

1. მოგზაურობას დავიწყებდი რიოდან

2. BMW–ზე და კაი გოგოზე

3. ნორმალური ადამიანის გაცნობაზე

4. ფრენაზე – ბომბდამშენით, პარაშუტით, პარაპლანით

5. წასვლაზე – იქ სადაც ვიტყვი აქ ვრჩები აქ ჩემი ადგილია

  1. –შენზე ვოცნებობ
    – რა სისულელეა არც კი მიცნობ, სიმართლე მითხარი
    – რავი ისეთ ადამიანზე რომლის გვერდზე ყოფნა მაგრად         გამისწორდება თუნდაც ახლა

7. ჩემი ოცნებაა საქართველოში საზოგადოებას რომ გაეხსნას ტვინი, გახდეს მოაზროვნე და ნუღარ იქნება ბრბო

8. საქართველოდან წასვლაზე – ბრიტანეთში

9. უკეთეს მომავალზე –

10. არ ვოცნებობ, რაც მქონდა ავისრულე.

11. ეხლა ფორთოხლის წვენი და ნამცხვარი მინდა ზოგადად ის მინდა რომ მამაჩემმა სამსახური დაიბრუნოს.

12. რომ ვიყო დიდი

13. ოცნება არ მიყვარს უფრო მიზნები, აი ეგ უფრო საინტერესოა, ჩემი მიზანი კი გამარჯვებაა, გამარჯვება ყველგან და ყველაფერში.

14. მადრიდში ჩასვლა ბერნაბეუზე მინდა მაგრად

15. -მშვიდობაზე
– რამე უფრო რეალური მითხარი
– მილიონერობაზე

16.  100000 დოლარზე. (ეჭვი მაქვს ამას ერთი ნული მიაკლდა)

17. sex – გეი ვარ და ვერ ვპოულობ შესაფერისს..

18. აღმოსავლეთის ქვეყნებში მოგზაურობა

19. სიჩუმის ხმაურის ჩაწერა და მერე მოსმენა.

20. დრეზდენში ცხოვრებაზე

21.მოსკოვში დაბრუნებაზე, მენატრებიან მეგობრები და სახლი სადაც გავიზარდე.

22.  ბიძინა ხარ?

დამეთანხმეთ ზოგი ძალიან საინტერესოა : )  უფრო ბევრის მოგროვება მინდოდა მაგრამ შევატყვე  ძალიან ბევრი ლაწირაკია რომლებიც ვირტუალური სექსისთვის შემოდის და თუ ბიჭი შეხვდათ შემთხვევით იგინებიან და გარბიან, არაა ეს ლამაზი საქციელი ჩემი აზრით.

მოკლედ სულ ესაა :  ) მერე თუ მომინდა კიდე დავდებ რამეს : )

3 thoughts on “ოცნებების შემგროვებელი”

  1. საინტერესოა ) გააგრძელე აბა.. მე სამჯერ ვარ შესული ვინმე.გე-ზე და რატო არც ერთხელ არ გადაგაწყდი? )) ნუ, სამივე შემთხვევა ფბ მეგობრებში +3 ით აისახა )) და სამივეჯერ გამიმართლა, საინტერესო ხალხი აღმოვაჩინე ) ერთ-ერთი აღიარებული თანამედროვე პოეტი / მწერალია (ზუსტად არ ვიცი :დ), მისი ავტორობით წიგნია გამოცემული და ა.შ. მეტად არ დავკონკრეტდები :დ ერთი რაგბისტია და ერთიც კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი, მომავალი ჟურნალისტი ))

    1. არა რაღა გამაგრძელებინებს :დ ხო გეუბნები ძალიან ბევრი ატეხილი შემხვდა და მიშლიდნენ ნერვებს : ) სადმე სხვაგან შეიძლება გავაგრძელო, უბრალოდ ამას ხიბლი ის აქვს რომ სრულად ანონიმურია : )

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.