მახათი მუშაობს :)

რაღა დაგიმალოთ და მუშაობა დავიწყე კეთილი ადამიანების წყალობთ. ბევრი მივედ მოვედე ამ უმუშევრობის დროს ხან რა ვცადე ხან რა, იქ განვადების მენეჯერიო აქ ტელევიზიის ხან დაცვა ხან გამშვები ხან ოპერატორი და აი ბოლოს დაცვის კომპანიაში მოვეწყვე ^_^

cartoon-security-guard-20227171[1]

მაცვია შავი ფრომა, თქვენც გიკვირდეთ, მეც მიკვირს ყოველ დილით პირს ვიპარსავ, დილით ჟალუზს ვხსნი, საღამოს ჟალუზს ვკეტავ, მეტი მოვალეობა თითქმის არ მაქვს, ასე ვატარებ დროს კარგ ადამიანებთან ერთად.

ახლა რისი თქმა მინდოდა, ორი თვის მანძილზე დღეს პირველად მომიხდა ჩემი მოვალეობის შესრულება და ადამიანის მიბრძანება ობიექტიდან.

კაცი იყო, ესე მეტრა სამოცი, გამხდარი, და ძალიან ძალიან ნასვამი, ადრე პროკურორი იყო, მერე ადვოკატი, ახლა კი ალკოჰოლიკია, ხშირად ალბათ თქვენც გინახავთ ქალაქში ცეკვავს ხოლმე.. მოკლედ ეს ბატონი ითხოვდა განვადების გაკეთებას, თან ვერ ლაპარაკობდა, მხოლოდ მესიჯს გვაჩვენებდა სადაც ეწერა რომ 1600 ლარიანი ლიმიტი ქონდა დამტკიცებული (ამ ეპიზოდზე შეგიძლიათ ივიშვიშოთ მე რომ მივიდე არ დამიმტკიცებენ სესხს და ლოთებს აძლევენო) ცოტა ცოტას ბუინობდა, ისე როგორც საწყალმა უბედურმა კაცებმა იციან ხოლმე, ხალხი კი დასცინოდა, დასცინოდა და ეღადავებოდა ისე როგორც იციან ხოლმე როცა იგრძნობენ ვინმეზე უპირატესობას. ბანკის წარმომადგენელმა უარი განაცხადა მის მიღებაზე, ჩვენთვის კი ძნელი აღმოჩნდა მისთვის ამის ახსნა. დაცინვაც მობეზრდათ და დადგა ჩემი მოვალეობის აღსრულების დრო, საზოგადოება მოითხოვს მივაბუნძულო კაცი მაღაზიიდან. თქვენი აზრით რა უნდა ქნას კაცმა რომელიც ორგანულად ვერ იტანს ძალადობას? ვთხოვე გასულიყო, არ ინება, ხელი გავუყარე მკლავში და ნელა გავიყვანე, მორჩილად გამომყვა, ამ დროს ერთ-ერთი იქ მყოფთაგანი წამომეწია და მითხრა აქ არ დააკარო ხელი კამერებია არკაში გაიყვანე და შენ იციო,  ძლივს შევიკავე თავი და არ ვარწყიე, არ ვარწყიე ლოთს სახეში, არ ვარწყიე იმ ბიჭს სახეში, არ მივარწყიე საზოგადოებას სახეში, სისტემა რომელიც ძალადობითაა სავსე, გულისამერვი უაზრო ძალმომრეობით, და თქვენ ამბობთ რომ ჩვენ ცივილიზებულები ვართ?

შემოვბრუდი უკან, სასწრაფოდ ხელები დავიბანე..  ფანჯარასთან დავდექი და ვუყურებდი როგორ მანიშნებდა შეურაცხმყოფელ ჟესტებს ის კაცი, კაცი რომელმაც გაინადგურა თავი და ახლა დგას და არ ვიცი რას აკეთებს, ღირსებას იცავს? ცდილობს მომერიოს? დამამციროს? ვერ მივხვდი. ვერც იმას მივხვდი ამ დროს რას მავალებს საზოგადოება მე როგორ უნდა მოვქცეულიყავი, ვითომ გავსულიყავი და არკაში მეჟეჟა რომ ჭკუა ესწავლა? დიდი ხანია ამ კითხვებზე პასუხი ვიცი უბრალოდ რიტორიკულად ვკითხულობ.

ასე და ამგვარად მეგობრებო თუ ვინმეს პაციფისტი დაცვა გინდოდეთ იცით ვისაც მიმართოთ :დ
სხვა ამბები მაგრად მიდის, აგერ ახალი კომპიუტერით ვწერ დღეს ჩამომივიდა 🙂 კიდევ ვმუშაობ, მართალია მახათისთვის ისევ ბევრი დრო მაქვს მაგრამ ვმუშაობ და შემოსავალი მაქვს 🙂 თან სამუშაო გრაფიკი მიტოვებს დროს ჩემი საყვარელი საქმისთვის მეტი რა მინდა 🙂

ძალიან ძალიან ოპტიმისტურად ვარ(გიკვირთ ხო?)განწყობილი 2016 წლის მიმართ 🙂

ა ხო “გულიც რაღაც უცნაური სიხშირით ძგერს” :)) ვნახოთ რა გამოვა ახლა კი წავალ დავიძინებ ხვალ მორიგე ვარ ^_^

P.S. ჩემი დაცვის კომპანიის სახელზე სხვა დროს გაცინებთ

3 thoughts on “მახათი მუშაობს :)”

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.