გონება

სისხლი მეთლახის ღარებს მიუყვება და ნელ-ნელა ავსებს, მე კი აბაზანის კუთხეში მიგდებული, სისხლიანი თითებით ვეწევი აჭარულ თუთუნს (რატომ მოსწონთ რეჟისორებს სისხლით დასვრილი სიგარეტის სცენები?) და მხოლოდ ერთ რამეს ვგრძნობ – როგორ ვკარგავ გონებას..

გონებას რომელიც აქამდე ჩემი საუკეთესო მეგობარი მეგონა, ახლაღა ვხვდები რომ ყველაზე დიდი მტერი, მოღალატე და დამღუპველი შენ ხარ (თუ საერთოდ არსებობს მტრობა, ღალატი, დაღუპვა). 30 წელია მატყუებ რომ ძლიერი ხარ, რომ შენი წყალობით მე გამოვირჩევი, რომ ჩვენ რაღაც შეგვიძლია ვაკეთოთ, მარწმუნებ რომ ჩემში ღვითს ნაწილაკია, არასდროს დაუშვებდი მივმხვდარიყავი საშუალო სტატისტიკურზე ცოტა უფრო სუსტი რომ ხარ, რა აღარ ვცადე შენი დაჟინებული მოთხოვნით, ხან მუსიკოსობაო, ხან მწერლობაო, ხან ფოტოგრაფობაო, მგონი ბავშვობაში იმასაც მეუბნებოდი რომ ხატვაც კი შემეძლო, რამდენი წელი დავკარგე უაზრო მცდელობებში, ჰაჰა რა ნაძირალა ხარ!!!
ყოველი ჩავარდნის შემდეგ ახალს იგონებდი, არ გინდოდა გამენადგურებინე, ვაღიარებ საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდა შენში თვითგადარჩენის ინსტინქტი. მაგრამ ახლა როცა კარტები გამოგელია, როცა ყველა სვლა გააკეთე და ვერაფრით გაამართლე შენი არსებობა, მე ვწყვეტ ჩვენს თანაარსებობას, არავის სჭირდები, ჰო, ეჭვგარეშეა შენ ყველაზე პირველი მიხვდი რომ არაფრად ვარგოდი და დაიწყე ეს თამაში, ჯობდა ნამდვილად ჯობდა ყველაფერი თავშივე გვეღიარებინა, თვალებში ჩაგვეხედა სიმართლისთვის თვალებით რომლებსაც ვეღარც კი ვახელ, ახლა თვითგანადგურების ინსტინქტიც არ იქნებოდა ასე ძლიერი და როგორმე შევეჩვეოდით “საშუალო სტატისტიკურს” იქნებ რაიმე სასარგებლო საქმეც გვესწავლა..
რა ირონიულია საკუთარ გონებას რომ შეუძლია მოგატყუოს, გაჩვენოს მირაჟები და გახეტიალოს დროში და სიცრუეში, (ვამთავრებ სისხლით დასვრილ ღერ სიგარეტს, მთელი სხეული უკვე დაბუჟდა) ამიტომაც მე გკარგავ შენ – ან იქნებ შენ მე – ან იქნებ ესეც შენი თამაშია – რას გავიგებ, სისხლი კი ავსებს მეთლახის ფილებს შორის ღარებს..

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: