გონება

სისხლი მეთლახის ღარებს მიუყვება და ნელ-ნელა ავსებს, მე კი აბაზანის კუთხეში მიგდებული, სისხლიანი თითებით ვეწევი აჭარულ თუთუნს (რატომ მოსწონთ რეჟისორებს სისხლით დასვრილი სიგარეტის სცენები?) და მხოლოდ ერთ რამეს ვგრძნობ – როგორ ვკარგავ გონებას..

ცისფერი პერანგი – 20,09,2017

  ხელი დავავლე სკამზე გადაკიდულ ცისფერ პერანგს, შავი თავად ჩავიცვი, ბოლო ღილამდე შეკრული. იმ ღამეს ჩემს სახლში ვერ დავრჩებოდი ამიტომაც დავადექი მისი სახლისკენ მიმავალ გზას.

ასე მოგწერენ..

ასე მოგწერენ და მერე გამარჯობასაც აღარ გეტყვიან ქუჩაში, გულსატკენია.. “არა ბოლომდე უნდა ვთქვა თორე მე მოვკვდები ისევ მიყვარს შენი ხელები, ვერ ვიტან როცა მეუბნები ჩემთვის მნიშვნელოვან რაღაცაზე არ მაინტერესებსო მიყვარს როცა მოიწყენ ხოლმე მე კი ცელქი ბავშვი გვერდზე მოგდევ და ვცდილობ აგალაპარაკო ხოლმე შენი რამდენიმე სურათი მიყვარს არ მიყვარს რომ მაწალებ ხოლმე სახეზე ხელი ეკლებსვრცლად “ასე მოგწერენ..”

არის დღეები

არის დღეები როცა თვითგადარჩენის ინსტინქტზე ძლიერი თვითგანადგურებისაა. ცდილობ მოსპო ყველაფერი, საკუთარი ისტორია, მეხსიერება, პიროვნება, საქმე, ყველა შენში არსებული პერსპექტივა. წარმოდგენაც არ გაქვს რატომაა ასე ძლიერი ეს ინსტინქტი, თითქოს ყველაფერი არც ისე ცუდადაა მაგრამ მაინც აპირებ თოკი გამოკრა, ან ტყვია დაიხალო, ფანჯრიდან გადახტომაც არაა ცუდი ვარიანტი, ბოლოსდაბოლოს ფრენასავით რაღაცას მოახერხებ.. მაგრამ დღეს არა, დღეს არაა ამისვრცლად “არის დღეები”

მზის სხივს

გუშინ გთხოვე დასავლეთის ცისთვის აგეხედა. არ ვიცი ახედე თუ არა, არ ვიცი ნახე თუ არა რამდენიმე წუთით როგორ გააფერადა, გაალამაზა, გააცოცხლა მზის სხივმა შავი ღრუბლები, ისე როგორც მხოლოდ მაისში იცის. მერე დატოვა მარტო შავ ღამეში უსიცოცხლო შავი ღრუბლები მზის სხივმა.. ღამით გაწვიმდნენ შავი ღრუბლები.. არ ვიცი მიხვდი თუ არა მზის სხივი შენ იყავი, შავი ღრუბლებივრცლად “მზის სხივს”

ექიმი და პათოლოგი

2 კვირაში უცბად 5-6 კილო დავიკელი, თან გეგმიური ანალიზების დროც მომივიდა და გადავწყვიტე ვწვეოდი ექიმს. შევიარე ჰოსპიტალში, 3-4 ადამიანის გამოკითხვის შემდეგ როგორც იქნა მივაგენი ინფექციურ განყოფიებას, მივიკითხე მოვიკითხე და ერთ ერთი ოთახის წინ ჩავდექი რიგში, ქალბატონს ერთი პაციენტი ყავდა რომელსაც უსასრულოდ ელაპარაკებოდა ^_^ როგორც იქნა დადგა ჩემი დროც,

სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: ძალმომრეობა, მომხვეჭველობა, პირველობისთვის მუდმივი ბრძოლა.

შაბლონები, მოთხრობა არაფერზე

უსაქმურობა არც ადრე იყო ჩემთვის უცხო ხილი, სამსახურშიც ცოტა საქმე მქონდა, სულ ვცდილობდი რაღაც მეკეთებინა, აი ახლა აღმოვაჩინე სამსახურიდან წამოღებულ პირად ფაილებში ერთი “მოთხორბა” რომლის წერაც რამდენიმე წლის წინ იქ დავიწყე თუ გინდათ გადახედეთ 🙂