რამდენიმე ფოტო უმუშევრის დღიურიდან

პოსტში გაერთიანებული ფოტოები სხვადასხვა დროს მაქვს ფეისბუქზე გამოქვეყნებული ამ დასათაურებებით. როცა განსაკუთრებით მაწუხებდა ჩემი უმუშევრობა, არარეალიზებულობა და ა.შ. ასე გამოვხატავდი.

გადავწყვიტე ერთად მომეყარა თავი. მერე მუშაობას რომ დავიწყებ შევხედავ და გამახსენდება ხოლმე რა დღეში ვიყავი ^_^

“დღე გეგმების გარეშე”დღე გეგმების გარეშე

ვრცლად “რამდენიმე ფოტო უმუშევრის დღიურიდან”

შალახო

დაკვირვებიხართ რა კარგად იგრძნობა შალახოში კაცობრიობის დაუსრულებელი აგონიური რუტინული უმიზნო ცარიელი არსებობა

https://www.youtube.com/watch?v=rrW-FQjCKi0

ოცნებების შემგროვებელი

სასტიკ, კაპიტალისტურ, ამორალურ სისტემაში მე ისევ უმუშევარი ვარ და თავის შესაქცევად ხან რას ვჩალიჩობ ხან რას : )

ვრცლად “ოცნებების შემგროვებელი”

ჩემი ოთახი

ისტორია გრძელდება, ისევ უმუშევარი ვარ : ) რამდენიმე დღე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სახლში ჯდომა მომიწია, ზუსტად მაშინ მეწვია გადაღების მოთხოვნილება 🙂 რა გინდა გადაიღო ერთ პატარა ოთახში მარტომ ვიფიქრე ვიფიქრე და გადაწყვეტილებაც მივიღე: გადავიღო ნივთები ჩემს ოთახში. აი ისინიც:

გიტარა, მართალია დაკვრა არ ვიცი, ვერაფრით ვისწავლე მაგრამ მაინც მაქვს, ჩემი დის მზითა წასაღები აქვს 🙂IMG_3491ვრცლად “ჩემი ოთახი”

ფოტოგრაფია, მრავალი წლის ოცნება

სკოლის პერიოდიდან ვოცნებობდი ფოტოაპარატზე, ძალიან მინდოდა მქონოდა კამერა და გადამეღო ფოტოები, განსაკუთრებით ბოლო 4-5 წელი აკვიატებად მექცა და ყველა ჩემს გარშემო შეწუხებული მყავდა, რას აღარ ვცდილობდი, ვის აღარ ვთხოვე ხან ევროპაში მოპარულის გამოგზავნა(ცოდვა გამხელილი ჯობიაო :)) ხან იაფად თუ წააწყდებოდნენ ეთქვათ, არ ვიცი რა ხერხით აღარ შევაწუხე მეგობრები თუ უბრალოდ ნაცნობები და აი ამა წლის იანვარს ერთ ერთ მაღაზიაში წავაწყდი მეორად კამერას განვადებით და ასე გახდა ჩემი CANON 40D

აი ფოტოებიც, მართალია დიდი ვერაფერი მაგრამ ჩემსას ვისწორებ 🙂

ვრცლად “ფოტოგრაფია, მრავალი წლის ოცნება”

შაბლონები, მოთხრობა არაფერზე

უსაქმურობა არც ადრე იყო ჩემთვის უცხო ხილი, სამსახურშიც ცოტა საქმე მქონდა, სულ ვცდილობდი რაღაც მეკეთებინა, აი ახლა აღმოვაჩინე სამსახურიდან წამოღებულ პირად ფაილებში ერთი “მოთხორბა” რომლის წერაც რამდენიმე წლის წინ იქ დავიწყე თუ გინდათ გადახედეთ 🙂

ვრცლად “შაბლონები, მოთხრობა არაფერზე”

უსამსახუროს ერთი დღე

5 წლიანი უწყვეტი მუშაობის შემდეგ მოხდა ის რაც მოსახდენი იყო და აუცილებლად მოხდებოდა,  დავტოვე სამსახური. ყოვლად უნამუსო, უზნეო, ამორალური უფროსთან დაპირისპირების გამო. რთულია ახალი ცხოვრების წესთან შეგუება და დიდი იმედიც მაქვს ვერ მოვასწრებ უმუშევარის სტატუსთან შეჩვევას. ქართული ანდაზის გმირის გამოცდილების გაზიარება არ მხიბლავდა (კარგი ვაღიარებ შემეშინდა) ამიტომ მოვიფიქრე ალტერნატიული საშუალება და გავაკეთე ბლოგი, ჩემი ვირტუალური მახათი 🙂 (მადლობა მიშას) პირველი თემაც შთამაგონეს და მასაც ვმადლობ 🙂 აი ისიც უმუშევრის ერთ ერთი დღე 🙂

7  აგვისტო დილის 8 საათი იქნებოდა როცა გამეღვიძა..

ვრცლად “უსამსახუროს ერთი დღე”

ლუდის ფესტივალი 2013 და ბავშვები

3 და 4 აგვისტოს გორში გაიმართა ლურის ფესტივალი. ყველაფერი კარგი იყო, ორგანიზება, მუსიკა, ალბათ ლუდიც, ვინც გასინჯა აქებდნენ 🙂

ვრცლად “ლუდის ფესტივალი 2013 და ბავშვები”